სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 3 მილიონამდე გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი, რომელსაც  ბიძინა ივანიშვილისთვის ბიტკოინების მოპარვაში ედება ბრალი. საუბარია დაახლოებით 39 მილიონ დოლარზე.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბაჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ასევე მან ჩამოერთმევა პასპორტი, რომ ქვეყნიდან გასვლა ვერ შეძლოს.

მსგავსი თემები