უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს – გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის ახალი ტალღა წარმოიშვას.

მისი თქმით,  უკრაინის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილება არის მიღებული.

,,ეს უსამართლოსთან ერთად უსაფუძვლოცაა, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელი და გულდასაწყვეტია. უკრაინაში კარგად იციან, თუ რაოდენ მძლავრი პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს საქართველოსთვის ყველა კრიტიკულ მომენტში. უკრაინისთვის საგანგებო თემაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამას არც მალავენ. საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო და მოხალისეების წასვლას ორგანიზება არ გაუკეთა და უკრაინამ ელჩი მაშინ გაიწვია, როცა აშკარა პოლიტიკურ თემებზე საუბარი საერთოდ არ იყო. „შავ ხვრელებთან“ ყბადაღებული თემები მოიგონეს, რაც ტყუილი აღმოჩნდა. შემდეგ კი, ახალი ვერსია „მოხარშეს“ – სააკაშვილის „მოწამვლის“, რომელმაც ასევე არ იმუშავა და მას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა. ახლა მცდელობაა იმის, რომ როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის ახალი ტალღა წარმოიშვას. ეს იმდენად აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური განცხადებებიც არაა საჭირო. „ნაცმოძრაობა“ ამას უკვე ღიად აცხადებს“,-  განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები