მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს – პატრიარქის ექიმი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს. ექიმის თქმით, პატრიარქის მოსაყდრის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს. „არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შემთხვევით გავიგე წუხელ, გვიან. ტელევიზიაში უთქვამთ და დამირეკეს. ალბათ, გაკეთდება ახლა განცხადება, თვითონ მეუფე ჯერ არ პასუხობს, ვერ ვაწუხებ. მისი ექიმი არ ვარ, უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს. თვითონ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ვარ და სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ ვერც გეტყვით, ბოლოს როდის ვნახე. კარგად გრძნობს თავს. დავრეკე და მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება. რაც მთავარია, ეს კი გავიგე, უამისოდ ვერ მოვისვენებდი და დანარჩენი…

მეტი...

,,უკრაინაა ჩემი უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია”- მიხეილ სააკაშვილი

„მე და უკრაინა“- ამ სახელწოდებით ”უკრაინსაკაია პრავდა” მიხეილ სააკაშვილის ავტობიოგრაფიულ წერილს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილის წერს, მისთვის  საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე. „ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად. უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი მირგოროდში. უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია – ქალაქი ოდესა. უკრაინა ჩემი მეგობრების დიდი რაოდენობაა, უკრაინაა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია. ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე და ახლა საუბარია ევროპის კონტინენტის გადარჩენაზე…

მეტი...

უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე – კარინ ჟან-პიერი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე. მისი თქმით,  ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება 31 მოკავშირესა და ასპირანტ ქვეყანას შორის. „მე არ ვაპირებ დეტალებში და პირად საუბრებში შესვლას. და პრეზიდენტმა ეს თქვა არაერთხელ: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე. ის ფიქრობს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთგული ვართ და ერთგული ვიყავით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. და ჩვენ გავაგრძელებთ ასე“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.  

მეტი...

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD მიწვევით ჟენევაში კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხოციელებულ რეფორმებზე და მიღწევებზე ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის სამუშაო ვიზიტი ჟენევაში გრძელდება, სადაც გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით,  კონკურენციის სამართლის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების 21-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა, 2014 წლიდან – დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებზე და სამომავლოდ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან აქტივობებზე. „,ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს მიერ, 2014 წელს, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას (AA), რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტს მოიცავს. ამავე წელს, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების, კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნისა და კონკურენციის საწინააღმდეგო…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალში განიხილავენ ბელარუსს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის მიმართონ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სხდომაზე ბელორუსის მიერ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების თემა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ეხო კავკაზა” ავრცელებს. ბელარუსის პარლამენტისთვის მიმართვის წინადადებით  ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ალან ტეხოვი გამოვიდა. „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ ადრე გარკვეული პოლიტიკური შედეგები, მათ შორის სანქციები ერეოდა, დღეს უკვე არსებობს. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე საკუთარი ხაზით უნდა იმუშაოს“, –  განაცხადა ტეხოვმა.

მეტი...

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება გვექნება – პოლონეთის საგარეო საქმენა მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებით,  რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში ვარშავის პასუხი იქნება “ადეკვატური”. “ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ”, – განაცხადა რაუმ. მინისტრმა დასძინა, რომ ასეთი დარტყმა ნატოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება. ,,ამიტომ, ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება. და ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი”, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსებმა შესაძლოა მალე დაიწყონ მზადება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციებისთვის – მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები მოათავსეს ორი ელექტროსადგურის სახურავებზე.

მეტი...

მამა ანდრია ჯაღმაიძე მიმართვას ავრცელებს

მამა ანდრია ჯაღმაიძე მიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, მეუფე შიოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. „ჟურნალისტების საყურადღებოდ: მეუფე შიოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.   მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ – ”რუსთავი 2”

მეტი...

ტორნადო სამცხე-ჯავახეთში – სტიქია სოფელ ვაჩიანში

ტორნადო სამცხე-ჯავახეთში. სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში გადაღებული სტიქიის კადრები. სტიქიამ სოფელს დიდი ზარალი მიაყენა. ტორნადომ სოფელში მრავალ სახლს სახურავი დააზიანა.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, დაჩქარდება იმის გამო, რომ უკრაინის არმია უკვე შეიარაღებულია ალიანსის მიერ მიწოდებული ტექნიკით „პოლონეთის პოზიცია აქ ძალიან მკაფიოა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება ახლოს მივიყვანოთ ალიანსის ინსტიტუციურ განზომილებაში, რომ მოხდეს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურების ადაპტირება ალიანსის სტანდარტებთან“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ – ”რუსთავი 2”

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყრდე მეუფე შიოს წამლავდნენ. მედიის ცნობით,  ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ კი 1 კვირის წინ იყო. ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციითვე, ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 232 300 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 232 300 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების  დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 232 300;​ტანკი – 4 068; ჯავშანტექნიკა – 7 932; საარტილერიო სისტემა – 4 310; სარაკეტო სისტემა – 657; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 404; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 309; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 635; საკრუიზო რაკეტები – 1 264; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 888; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 605.  

მეტი...

სარაკეტო იერიში ლვოვზე – არის მსხვერპლი

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ლვოვზე. იერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავდა ცხრა ადამიანი. რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ერთ-ერთი რაკეტა კი მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ამასთან, დაზიანებულია 60-მდე ბინა და 50-მდე მანქანა. ლვოვის რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის კომუნიკაციების პრობლემაც.

მეტი...

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის თამახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა. უწყება არ განმარტავს თუ ვის წინააღმდეგ იგეგმებოდა თავდასხმა. ,,2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით. საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები.  შიდა და გარე აქტორები პატრიოტულ განწყობებზე აპელირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ და მოსახლეობას…

მეტი...

უკრაინის კონტრშეტევა რუსულმა თავდაცვის ძალებმა შეანელა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის კონტრშეტევა „შენელდა“ რუსული თავდაცვითი ძალების გამო – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა და დასძინა, რომ სურდა, დასავლური იარაღის მიწოდება მას „ბევრად ადრე“ დაეწყო. მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მისი სამხედროები ვერც კი ფიქრობენ თავდასხმების დაწყებაზე, რადგან მათ არ აქვთ „შესაბამისი იარაღი“. „მადლობელი ვარ აშშ-ის, როგორც ჩვენი მხარდაჭერის ლიდერების, მაგრამ მე ვუთხარი მათ, ისევე როგორც ევროპელ ლიდერებს, რომ გვსურს, დავიწყოთ ჩვენი კონტრშეტევა უფრო ადრე და გვჭირდება ყველა იარაღი და რესურსი ამისთვის. რადგან თუ ამას მოგვიანებით დავიწყებთ, ეს პროცესი უფრო ნელა წავა“,- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეკემბერში სტატუსზე უარის შემთხვევაში, “კარტების მეტად გახსნა” დასჭირდებათ

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება, “მოუწევთ” საზოგადოების წინაშე “კარტები მეტად გახსნან”. ,,დეკემბერში, კიდევ ერთხელ, თუ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად. რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს, ამ თემის გარშემო, მეტი ახსნა-განმარტების მიცემა მოგვიწევს საზოგადოებისთვის. ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე, ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად, რას შეიძლებოდა განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება, ანუ, უფრო…

მეტი...

დავმარცვლავ კობახიძისთვის, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი – პოდოლიაკი

,,არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა  მე-2, მე-3 თუ მე-10 ფრონტი,”– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი. ,,მე მინდა, რომ ნათლად და კონკრეტულად იყოს ნათქვამი – ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული სუბიექტები, იგივე ირაკლი კობახიძე რასაც აცხადებს, ეს არის პირდაპირი ტყუილი – არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა. მე-2, მე-3 თუ მე-10 ფრონტი. მე დავმარცვლავ კობახიძისთვის – არ არის ტყუილი საჭირო. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი. მიხეილ სააკაშვილის…

მეტი...

ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, 16 წლის ლუკა აბულაძეს 2 დღეა ვერ პოულობენ. დაკარგული მოზარდი ბოლოს შერატონის ტერიტორიაზე, ზღვის მხარეს ნახეს.

მეტი...

ავტობუსი ხევში გადავარდა – დაიღუპა 27 და დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი

”როიტერის” ინფორმაციით, მექსიკაში,  მეხიკოდან სამხრეთ მექსიკის შტატ ოახაკაში მიმავალი ავტობუსი, ხევში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევას 13 მამაკაცი, 13 ქალი და ერთი ჩვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული 21 ადამიანიდან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...