სასამართლო პროცესი დაიწყო, ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი მივიდა. თანაინვესტირების ფორნდის ყოფილ ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიას უახლოეს წევრს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. ბრალდების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

ბაჩიაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩიაშვილს 9-დან 12 წალმდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი თემები