„უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, უკრაინელებსა და ქართველებს შორის მეგობრობა გაგრძელდება. ხელისუფლებას კი პასუხს ქართველი ხალხი გასცემს.

აღნიშნული განცხადება წულუკიანმა უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოგზავნის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

„ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“, –  აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ საქართველოს ელჩს 48 საათი მისცა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციებისთვის დაბრუნებულიყო.

 

მსგავსი თემები