ლონდონში, უიმბლდონში, დაწყებითი სკოლის შენობას მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, ექვსი ბავშვი და ორი ზრდასრული კი დაშავდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მძღოლი, 40 წელს გადაცილებული ქალი დააკავეს.
სკოლაში 4-დან 11 წლამდე ასაკის გოგონები სწავლობენ.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.