„ვარ უდანაშაულო, თავს ბოლომდე დავიცავ“ – გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები, არ ჩამიდენია. შესაბამისად, ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს. გაოგნებული ვარ, 8 წლის შემდეგ როგორ შეიძლებაასეთი საქმის დაწყება, ქვეყანაში ჩამოვედი 3 კვირის წინ, დატოვება რომ მდომოდა, არც ჩამოვიდოდი“ – აცხადებს ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე მას ბიძინა ივანიშვილისთვის 39 მილიონო დოლარის ბიტკოინების მოპარვაში ადანაშაულებს. გამოძიება მომხდარიდან 8 წლის თავზე დაიწყო.

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს  აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

მსგავსი თემები