,,სააკაშვილმა ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის”- თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ელექტორალური მხარდაჭერის უმთავრესი სიმძიმის ცენტრია. მისი თქმით, სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, თავმჯდომარე და ჩვენი ელექტორალური მხარდაჭერის უმთავრესი სიმძიმის ცენტრი იყო, არის და იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი პარტიისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ფორმალიზებული ნაწილი, დავეხსნათ რუსეთის კლანჭებს. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრს გააკეთებს ამისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

მსგავსი თემები