ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. მათ პოლიტიკურ ჯგუფს „თავისუფლება“ ერქმევა. რეგისტრაციის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

პარლამენტში რიგით მეცხრე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება.

შეგახსენებთ, რომ ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.

მსგავსი თემები