შოლცი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება, თუმცა არა ნატო-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება, მაგრამ არა ნატო-ში დაჩქარებულ შესვლას. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ვიდრე რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ.

„შეხედეთ არსებულ ვითარებას, ბოლოს და ბოლოს, თავად უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ვიდრე რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ვილნიუსში კონცენტრირებას იმაზე, რაც ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია – კერძოდ, უკრაინის რეალური საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის პარტნიორებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების ეფექტურ და გრძელვადიან გარანტიებზე“, – განაცხადა შოლცმა.

 

მსგავსი თემები