ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებული ბანკი მოხვდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტში 2015 წელს ცხინვალში დაარსებული საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ეხო კავკაზა” ავრცელებს.

“ეხო კავკაზას” მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, “საერთაშორისო საანგარიშგებო ბანკმა” გახსნა ოფისები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. აღნიშნული ბანკი  რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლის ქვეშ.

„ამგვარად, ბანკი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამერიკული გაზეთი The Washington Post 2018 წელს წერდა, რომ ”სამხრეთ ოსეთი” გახდა ფინანსური „ოფშორი“, რომლის მეშვეობითაც რუსეთი აფინანსებს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

 

მსგავსი თემები