ნიკა გვარამია რუსთავის იზოლატორს წუთი-წუთზე დატოვებს

ამ წუთებში რუსთავის საპატიმრო დაწესებულებასთან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრები,  ახლობლები, მეგობრები, თანამშრომლები და თანამებრძილები არიან შეკრებულები. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები. გვარმია საპატიმრო დაწესებულებას წუთი-წუთზე დატოვებს.

ადგილზე იმყოფება ნიკა მელიაც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტის გამოცემისთვის მადლობა გადაუხადა.

“მისასალმებელია ნამდვილად და არ მერიდება მადლობის გადახდა იქ, სადაც სადაც სათქმელია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მიზეზის გამო, ქალბატონი სალომესთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მარტივი არ იქნებოდა. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ძალიან მინდა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება წარსულს ჩაბარდეს და აქ დგომა არ დაგვჭირდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება კი რომელსაც ქართული სასამართლო სახელმწიფოს სახელით გამოიტანს, მოსახლეობისთვის იყოს სანდო და კითხვის ნიშნები არ ჩნდებოდეს”- აღნიშნა მელიამ.

 

მსგავსი თემები