გერმანიაში მიგრანტებით სავსე ფურგონი ამობრუნდა – არის მსხვერპლი

გერმანიაში, მიუნხენის აღმოსავლეთით მიგრანტებით სავსე ფურგონი ამობრუნდა. დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა 16 ადამიანი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ფურგონით არალეგალები გადაჰყავდათ, რის გამოც მაგისტრალზე პოლიცია აედევნა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კი მანქანა ამობრუნდა.

ფურგონში დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვები. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მსგავსი თემები