თუ ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ამ მიმართულებით ვერსად იმუშავებს, სხვა მიმართულებით -კი

ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ”მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.

კითხვაზე, ექიმს რომელსაც საქმიანობაზე შეუჩერდება სერტიფიკატი, ექნება თუ არა სამედიცინო დაწესებულებებში საქმიანობის გაგრძელების, ეკა ბოჭორიშვილი პასუხობს:

,,როდესაც ექიმს შეუჩერდება რომელიმე საქმიანობაზე სერტიფიკატი, მას არანაირი უფლება არ აქვს, სამედიცინო დაწესებულებებში საქმიანობა გააგრძელოს. მაგრამ, თუ ექიმს აქვს რამდენიმე სპეციალობაში სერტიფიკატი მაგალითად: რეანიმატოლოგი, პედიატრი ან სხვა პროფილის ექიმია, შეუძლია იმავე დაწესებულებაში იმუშაოს სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ იმ სერტიფიკატის ფარგლებში, რომლითაც ექიმს შეუჩერდება საქმიანობის უფლება, ის ვერცერთ დაწესებულებაში ვერ იმუშავებს”- აცხადებს ბოჭორიშვილი “მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები