,,სააკაშვილი 600 დღე კვდებოდა, 600 დღე პოლიტიკიდან მიდიოდა, შემდეგ უკვე ქართული დაავიწყდა”- ალუდა ღუდუშაური

”ქართული ოცნების” წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტყუილებში ყველას გაუსწრო და მსოფლიო ისტორიაში პირველ ადგილს იკავებს. მისი თქმით, ისურვებდა, „ნაციონალური მოძრაობა“ გაჰყვეს ბოლომდე იმ გზას, რასაც ხაბეიშვილი სთავაზობს. „რაც შეეხება სააკაშვილს, რაღა დროს მიშა სააკაშვილია, არ ვიცი რა როლი უნდა ჰქონდეს. არ ვიცი როგორ იქნება, სააკაშვილი მობრუნდება და დაუბრუნდება საქართველოს პოლიტიკას თურმე და ამ ყველაფერს შემდეგ უკვე პირად კონტროლზე აიყვანს ხაბეიშვილი, შემდეგ მარცხნიდან მათ მიერ პატივაყრილი მელია დააზღვევს ამ პროცესებს, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. რა როლი უნდა ჰქონდეს, როდესაც თუ ვინმე მსოფლიო ისტორიაში ახსოვთ, როგორც ცნობილი მატყუარა, ყველას გაუსწრო.…

მეტი...

,,სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ პოლიტიკოსებმა, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებდნენ, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართველი საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელიც ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა, კვდებოდა და ასე შემდეგ. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სირცხვილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა, დღეს პოლიტიკაში ჩართვის სურვილს ისევ აცხადებს. „ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და რაშიც მილიონობით თანხები დახარჯეს ამაში მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა. ისინი დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული პოლიტიკოსები. ეს კონკრეტული…

მეტი...

,,სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად”- ირაკლი კობახიძე

სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას, ვერც ასეთი და ვერც ისეთი გავლენა ვერ ექნება პოლიტიკურ პროცესებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა საკუთარის თავი მატყუარად, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ,,სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სრული ფარსი იყო, პირდაპირ გვატყუებდნენ. გაიხსენეთ, მთელი ოპოზიცია რომ იყო ჩართული ამაში გასაგებია, ენჯეოები რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, ოპოზიციის ტელევიზიები რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ ამ ფარსში იყო ჩართული ადამიანი, რომელსაც ერქვა სახალხო დამცველი. მისი ექიმები პირდაპირ იტყუებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით და…

მეტი...

,,ლევან ხაბეიშვილი შოტლანდიაში საფეხბურთო მატჩის წინ შექმნილ პრობლემებს აგვარებდა და დაბრუნდა?”- კახა კალაძე

„ხაბეიშვილი შოტლანდიაში საფეხბურთო მატჩის წინ შექმნილ პრობლემებს აგვარებდა და დაბრუნდა?“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციასთან გაერთიანება არ სჭირდება. „ლევან ხაბეიშვილი დაბრუნდა შოტლანდიიდან? მე როგორც ვიცი, შოტლანდიაში იყო და იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა, წვიმის გამო და დაბრუნებულია? არ ვიცი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

,,თუ რეგულირების სააგენტოში მოვიდა ინფორმაცია, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება”- ეკა ბოჭორიშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ”მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. კითხვაზე, თუ რა ტიპის ინფორმაცია იქნება საკმარისი „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის“, რომ კლინიკაში შესამოწმებლად შევიდეს, ეკა ბოჭორიშვილი პასუხობს: ,,თუ რეგულირების სააგენტოში მოვიდა ინფორმაცია სოციალური ქსელის, ცხელი ხაზისა ან პაციენტისა თუ მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება. ეს შეიძლება იყო ხარისხის ან რევიზიის კონტროლი. ასევე, შემოწმება სანებართვო – სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობაზე,”- განაცხადა  ეკა ბოჭორიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”. ინფორმაციისთვის, ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგულირების…

მეტი...

,,საუბარი, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სინამდვილეს აცხდენილია, რომ საქართველოს აქვს არსებითი წვლილი რუსეთის მიერ სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადის დაძლევაში. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია. „რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0,3 პროცენტი. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს სინამდვილეს აცდენილია. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციების რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია. ჩვენ შევინარჩუნებთ მომავალშიც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს…

მეტი...

სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, რესტორანში გაზის აფეთქების შედეგად

ჩინეთში, რესტორანში გაზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ადგილობრივილი მედიის ინფორმაციით, აფეთქება რესტორანში თხევადი აირის ავზის გაჟონვის შედეგად დაახლოებით 20:40 საათზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის რესტორნის მენეჯერი, თანამშრომლები და აქციონერები. მთავრობის განცხადებით, რესტორნის ორმა თანამშრომელმა აფეთქებამდე ერთი საათით ადრე გაზის სუნი იგრძნო.

მეტი...

პროკურატურამ ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კლუბ ,,ნაის ქლაბის“ მფლობელებმა რ.მ.-მ და გ.ც.-მ, ამავე კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად, ტურისტების კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს. შემუშავებული გეგმის მიხედვით, ბრალდებულები შეუთანხმდნენ კერძო ტაქსის რამოდენიმე მძღოლს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლუბ ,,ნაის ქლაბში“ სპეციალურად მიჰყავდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ტურისტებს არწმუნებდნენ, რომ მოუწევდათ მხოლოდ შესვლის საფასურის გადახდა და მათ უფასო სასმელით გაუმასპინძლდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს ბრალდებულები სთხოვდნენ გადაეხადათ მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი…

მეტი...

,,სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია, როდესაც მოულოდნელად აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის მზაობა გამოაცხადა და ოპოზიციურ ძალებს  მთავრობის მოშორებისთვის „ერთიანობისკენ“ მოუწოდა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი იყო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისადმი არსებული ბრალდებების წინააღმდეგ. „სულ ახლახან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა მის საზღვარგარეთ (ან სხვა დაწესებულებაში) სამედიცინო მკურნალობისთვის გადაყვანის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისადმი არსებული ბრალდებების წინააღმდეგ. მან ქვეყნის შიგნით გააჩუმა ბევრი რადიკალური ხმა და შეამცირა სააკაშვილის…

მეტი...

სანებართვო ჯარიმა 5000 ლარამდე იზრდება, სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა კი 15 000 ათასი ლარით დაჯარიმდება – ეკა ბოჭორიშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

,,საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პაციენტის ინტერესების დაცვა, უსაფრთხოება და მომსახურების ხარისხის კონტროლია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ბოჭორიშვილმა ბრიფინგზე ყურადღება გამახვილა საჯარიმო სანქციების ზრდაზეც და აღნიშნა, რომ საჯარიმო სანებართვო ჯარიმა 5000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ჯარიმა 15 000 ათასი ლარი იქნება. ,,პაციენტის ინტერესების დასაცავად და საჩივარზე დროული რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს, მომხდარ ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა. ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტოს…

მეტი...

რუსთავში შაურმით ორი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში შაურმით ორი ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო “ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა მოწამლულმა დაჩი აბაშიძემ განუცხადა, მან შაურმის მირთმევის შემდეგ მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო. „შაურმით მოვიწამლე, გლოვოთი მქონდა გამოძახებული. ექიმებმა მწვავე ინტოქსიკაციააო. მართალია საშაურმემ დამირეკა ბოდიშებით და ა.შ მაგრამ ისეთი დღე გადავიტანე, ახლაც კი ცუდად ვარ“, – განაცხადა მოწამლულმა. საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა მეორე მოწამლულსაც.

მეტი...

,,აშშ-სა და ნატო-ს პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება ბირთვულ ძალებს შორის”- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ და ნატო აგრძელებენ ფსონების აწევას და სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას. მისი თქმით, ასეთ პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება ბირთვულ ძალებს შორის. ,,ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიყენების აგრესიული პოლიტიკით მათ საკუთარი თავის პროვოცირება მოახდინეს. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო აგრძელებენ ფსონების აწევას და სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას. აშკარაა, რომ ასეთ პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება ბირთვულ ძალებს შორის. ვფიქრობ, არ არის საჭირო კიდევ ერთხელ ავხსნათ ამ კუთხით წარმოქმნილი სტრატეგიული რისკების…

მეტი...

რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.

მეტი...

,,ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია, სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით?”- დათუნაშვილი

ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. რიკოთზე განვითარებულ მოვლენებს, ”ლელოს” წევრი, თაზო დათუნაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოველი უამინდობა  ქვეყანას შუა საუკუნეებში აბრუნებს. ,,გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას – დაახლოებით 1 საათის წინ, რიკოთის უღელტეხილზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი. ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია. საქართველო ფაქტიურად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში. ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით – ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და…

მეტი...

,,გვსურს, მოვისმინოთ, რამდენად შორს წავიდნენ რეფორმების კუთხით საქართველო, მოდლოვა და უკრაინა”- ჯესიკა როსვალი

ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა სტოკჰოლმში არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ სურთ, მოისმინონ რამდენად შორს წავიდნენ რეფორმების კუთხით საქართველო, მოდლოვა და უკრაინა. მისივე თქმით, მინისტერიალზე ევროკავშირის გაფართოების საკითხი იქნება განხილული. ,,ჩვენ გვსურს, მოვისმინოთ, თუ რამდენად შორს წავიდნენ რეფორმების კუთხით სამივე ქვეყანაში. მაგრამ ეს არის ის საკითხი, რასაც შვედეთი მხარს უჭერს ყველა შესაძლო თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილავთ არამხოლოდ ამ სამი ქვეყნის საკითხს, არამედ თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს მოემზადოს გაფართოებისთვის“, – განაცხადა ჯესიკა როსვალიმ.   კომენტარს პირველი არხი ავრცელებს

მეტი...

,,ბირთვული ტრიადის შემუშავება გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის  ახალი სარმატის ბირთვული რაკეტები მალე განლაგებისთვის მზად იქნება. სამხედრო აკადემიების ახალ კურსდამთავრებულებთან სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთის ბირთვული ძალების „ტრიადის“ მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება გაშვებული იყოს ხმელეთიდან, ზღვიდან ან ჰაერიდან. „აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ბირთვული ტრიადის შემუშავება, რომელიც რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა“, – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, იგეგმება სამხედროების თანამედროვე სარაკეტო სისტემებითა და ავანგარდის ტიპის უპლტრაბგერითი ქობინებით შეიარაღება.  

მეტი...

რამდენიმე საათი ჯანგბადის ამოწურვამდე – მაშველებს 6 საათზე ნაკლები დრო რჩებათ ტურისტების საპოვნელად

რამდენიმე საათი ჯანგბადის ამოწურვამდე – მაშველებს 6 საათზე ნაკლები დრო რჩებათ დაკარგულ წყალქვეშა ნავში მყოფი 5 ადამიანის საპოვნელად. აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, კანადურმა თვითმფრინავმა, რომელიც ეძებს წყალქვეშა ზონას ატლანტის ოკეანეში, აღმოაჩინა წყვეტილი „დარტყმის“ ხმები მისი ბოლო ცნობილი ადგილის სიახლოვეს.  ოკეანის გამოსაკვლევი სპეციალური აპარატურით ხმაურის წარმომავლობის დადგენა ვერ მოხერხდა. წყალქვეშა ხომალდი კვირას დილით ჩაიძირა. წყალქვეშა ნავი, რომელიც „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს იკვლევდა, გაუჩინარდა. ამ დროისთვის  სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული,  წყალქვეშა ნავის სამძებრო ოპერაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეტი...

პროკურატურამ 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა  ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2010 წლის სექტემბერში, ცალკეულმა საჯარო მოხელეებმა  ჯ.თ-ს კატეგორიულად მოსთხოვეს,  რომ დედამისს რ.თ.-ს  დაბა წყნეთში მდებარე მისი კუთვნილი 1000 კვ. მ მიწის ნაკვეთი დაეთმო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ  მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს არ გადასცემდნენ, რ.თ-ს   პატიმრობა ემუქრებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რ.თ-ს მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობდა. საჯარო მოხელეთა ამგვარი ზეწოლის შედეგად, ჯ.თ-მ  სამართალდამცავი ორგნოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების თავიდან ასაცილებლად,  რ.თ-სგან   მიღებული მინდობილობის საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო.   სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდგომ მიწის ნაკვეთი თვითმართველი ერთეულის  ბალანსზე აღირიცხა. ჩატარებული  გამოძიებით დადგინდა, რომ რ. თ-ს   ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით ჰქონდა რეგისტრირებული და მისი ჩამორთმევის რაიმე სამართლებრივი…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 222 650 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 222 650 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგი ასეთია:  ჯარისკაცი – დაახლოებით 222 650; ​ტანკი – 4 013; ჯავშანტექნიკა – 7 783; საარტილერიო სისტემა – 3 941; სარაკეტო სისტემა – 617; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 376; თვითმფრინავები – 314; ვერტმფრენი – 307; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 438; საკრუიზო რაკეტები – 1 214; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 678; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 539.

მეტი...

კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შესაძლოა შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს – გაერო

გაეროს გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელის, პოლ ჰესლოპის განცხადებით,  კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ, შესაძლოა ნაღმები შავი ზღვის მიმდებარე სანაპიროებზე ჩაიტანოს. ,,სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ პერსონალის საწინააღმდეგო წნევის ნაღმები, რომლებიც ირეცხებოდნენ შავი ზღვის სანაპიროებზე,”- განაცხადა ჰესლოპმა. ჰესლოპის თქმით, „პეპლის ნაღმები“ – რომლებიც არის პატარა, ჰერმეტული და პლასტმასის – სავსეა თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებებით და შეუძლიათ წყალზე ცურვა. ის დარწმუნებულია, რომ ეს ნაღმები “განსხვავებულ ადგილას იქნება გაფანტული”. სხვა, უფრო მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერებები, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ვერ შეძლებდნენ შორს ”გამგზავრებას”. „ცხადია, 10 კილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი არ აპირებს იმავე მანძილის გავლას, როგორც 50-დან 60 გრამიან ქვეითსაწინააღმდეგო…

მეტი...

ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინის დაჩქარებული მიღებას – ჯეიმს ქლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს ქლევერლის განცხადებით, ნატოს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს გეგმას, რათა უკრაინას მიეცეს სწრაფი გზა ნატოში გაწევრიანებისკენ, შვედეთისა და ფინეთის მსგავსად. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების გარეშე. ,,ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა სწრაფად ვითარდება. იენს სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე თქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის ბევრი მოთხოვნა უკვე სრულდება. შეიარაღებული ძალების რეფორმა მაშინ ტარდება, როდესაც ისინი კონფლიქტში არიან ჩართული და მე ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ოფიციალური ლონდონი უნდა იყოს ძალიან დიდი მხარდაჭერის გამომხატველი…

მეტი...

„ინფექციების კონტროლის ნაწილში სერიოზული პრობლემებია კლინიკებში”- ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფექციების კონტროლის ნაწილში, კლინიკებში სერიოზული პრობლემებია. ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა  ახალი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევებში გაზრდილ ჯარიმებზეც გაამახვილა ყურადღება. „ინფექციების კონტროლის ნაწილში სერიოზული პრობლემებია კლინიკებში. როდესაც სამედიცინო დაწესებულებას ვაჯარიმებთ და საშუალოდ, 500-ლარიანი ჯარიმები იწერება, ოქმი იგზავნება სასამართლოში. ამ პერიოდში, დაწესებულების მეორედ შემოწმების საშუალებაც არ გვაქვს. კლინიკებს აქვთ მოტივაცია, ხელოვნურად გაიყვანონ დრო, რომ მომდევნო ჯერზე არ შევამოწმოთ და შემდეგ არ მოვითხოვოთ საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება. ამ პირობებში კი, საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ, სამედიცინო დაწესებულება ისევ აგრძელებს საქმიანობას, რაც პირდაპირ არის…

მეტი...

უკრაინამ უნდა დაასრულოს 30 წლიანი ნეპოტიზმი და კორუფცია, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი – ანალენა ბერბოკი

უკრაინამ უნდა დაასრულოს 30 წლიანი ნეპოტიზმი და კორუფცია, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ უკრაინული მედიის ინფორმაციით,  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანელენა ბერბოკმა ს ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა. ბურბოკის თქმით, უკრაინამ უკვე მიაღწია პროგრესს ევროკავშირის რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით თავისუფალი მედიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. თუმცა, მინისტრის თქმით, შემდგომი წინსვლაა საჭირო მომავალში „30 წლიანი ნეპოტიზმისა და, ნათლად უნდა ითქვას, კორუფციის დასასრულებლად“. ამავე დროს, ბურბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რეფორმის ნაბიჯები „წარმოუდგენელი სისწრაფით“ მიმდინარეობს და გერმანია აქტიურად უჭერს მხარს ამას. ბურბოკის თქმით, უეჭველია, რომ უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს, ამიტომ კერძო…

მეტი...

„სამწუხაროდ, გვაქვს ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა“- ზურაბ აზარაშვილი

„სამწუხაროდ, გვაქვს ცვლილების, ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა,” – ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ,,ჩვენ ისედაც გვაქვს ინფექციების კონტროლის თუ სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, კლინიკის შემოწმების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ერთადერთი, აქამდე არ იყო დაზუსტებული და ახალ კანონპროექტში გაჩნდა პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, მხოლოდ პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულება“,- აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევებში, სრული სურათის აღდგენისა და პაციენტის საჩივარზე სწორი…

მეტი...

უკრაინამ ზერსონის ოლქისა და ყირიმის საზღვარზე ხიდი დაბომბა – სალდო

რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ სალდოს განცხადებით, უკრაინამ ხიდების ”ადმინისტრაციულ საზღვარზე” ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის ჩონგართან, სარაკეთო იერიში მიიტანა. ,,კიევის ტერორისტებს სურთ ხერსონის მაცხოვრებლების დაშინება, პანიკის დათესვა მოსახლეობაში, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ ვახერხებთ ხიდების სწრაფად შეკეთებას: უახლოეს მომავალში აღდგება მანქანების გადასასვლელი. წინასწარი შეფასებით, გამოყენებული იქნა ბრიტანული Storm Shadow რაკეტები. ხიდებზე გზის საფარი დაზიანდა. ადამიანური მსხვერპლი არ არის. მტრის ყოველ ნაბიჯზე გვაქვს პასუხი. კომუნიკაცია ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის აგრძელებს მუშაობას – სარეზერვო მარშრუტის გასწვრივ მანქანების მოძრაობა დროებით არის ორგანიზებული,”- აცხადებს სალდო.

მეტი...

კიევში მაღალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

კიევში 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.  აფეთქება და ხანძარი, სავარაუდოდ,  გაზის გაჟონვამ გამოიწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მე-6, მე-7 და მე-8 სართულებზე მდებარე 5 ბინა განადგურდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მისივე ცნობით, მაშველებმა 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან 2 კლინიკაშია გადაყვანილი.

მეტი...

,,სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ქვეყნის და  მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული”- მინისტრი

„სუროგაცია, დონაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება – სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს სერვისები იყო უკონტროლო. არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვისი ემბრიონია, ვინაა დონორი და სრულიად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში, ამ მიმართულებით, ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს. „დღეს არ არსებობს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, ან სახელმწიფოს, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ბაზებთან. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ამ უკონტროლო სიტუაციას, კი საბოლოოდ, გარკვეული წვლილი შეაქვს, დემოგრაფიულ პრობლემაში. არის თითქოს საუბარი და სპეკულაცია…

მეტი...

სამხრეთით უკრაინული ძალები წინ მიიწევენ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამხრეთით უკრაინული ძალები წინ მიიწევენ. მისი თქმით, აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინელები მყარად იცავენ საკუთარ პოზიციებს. „ფრონტის ხაზზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება. სამხრეთით მტერს ვანადგურებთ. დონეცკის რეგიონში ჩვენ მტერს ვანადგურებთ. კუპიანსკის მიმართულებით, რასაც არ უნდა გეგმავდნენ რუსი ტერორისტები, ჩვენ მტერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

ვითარება რიკოთზე – მოძრაობა შეფერხებულია

ძლიერი წვიმის შედეგათ, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეტარტამენტი ავრცელებს. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგათ რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები , რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...