,,საქართველოს კვლავ აქვს გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი”- შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში 

ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსვალი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო.

აღნიშნულის შესახებ ჯესიკა როსვალმა ევროკომისიის შუალედური მოხსენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,იყო, რა თქმა უნდა, რაღაც პროგრესი, მაგრამ საქართველოს კვლავ აქვს გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი და ერთიანი გზავნილი უნდა გავუგზავნოთ საქართველოს, რომ მას სჭირდება მომავალი რეფორმები” – განაცხადა ჯესიკა როსვალმა.

 

მსგავსი თემები