რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენებს ვერ იწყებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings ვერ იწყებს ფრენებს საქართველოში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არარსებობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Izvestia კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს ავიაციის მარეგულირებლისგან ფრენების ნებართვა ჯერ კიდევ მაისში მიიღეს. გამოცემის ცნობით, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსული მხარე ამ გზით ცდილობს პარიტეტის შენარჩუნებას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაშვება შესაძლოა საქართველოს ინიციატივით გადაიდო.

,,ველოდებით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენთან ყველაფერი კოორდინირებულია, ჩვენ ვართ რუსეთის მხრიდან რეგულარულ ფრენებზე დანიშნული გადამზიდავი და ქართულმა მხარემ ჩვენთვის ყველა ჩარტერზე დათანხმდა. ჩვენთვის ეს არის მტკივნეული წერტილი, რომ ფრენები არ არის დაწყებული, სეზონი დაწყებულია“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები