გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე ბრიტანელი მილიარდერი იმყოფება

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული,  წყალქვეშა ნავის სამძებრო ოპერაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წყალქვეშა ნავი, რომელიც „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს იკვლევდა, კვირას გაუჩინარდა. მაშველებს რამდენიმე საათი რჩებათ დაკარგულ წყალქვეშა ნავში მყოფი 5 ადამიანის საპოვნელად.

უცხოური მედიის ინფორმაციით, „ტიტანში”  ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, ფრანგი მყვინთავი პოლ ანრი ნარჟოლე, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი და აპარატის მფლობელი კომპანია OceanGate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, აღნიშნული ტურის სარგებლობისთვის თითოეულ მათგანმა  250 000 დოლარი გადაიხადა.

მსგავსი თემები