შოიგუს განცხადებით, რუსეთი ივნისის ბოლომდე „სარეზერვო არმიას“ შექმნის

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუ აცხაადებს, რომ ივნისის ბოლომდე რუსეთში სარეზერვო არმია და არმიის კორპუსი ჩამოყალიბდება.

მისი თქმით, 114,000 კონტრაქტის ჯარისკაცი და კიდევ 52,000 მოხალისე იქნა გაწვეული რუსეთის არმიაში.

„ივნისის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ არმიის რეზერვის ფორმირებას და უახლოეს მომავალში დავასრულებთ არმიის კორპუსის ფორმირებას“, – განაცხადა შოიგუმ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მსგავსი თემები