“სებ-ის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა” – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის ახლადარჩეულმა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ,  საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, სებ-ის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, რომელსაც მარეგულირებელი კარგად ართმევდა თავს.

თურნავას განაცხადებით, საქართველოს საფინანსო სისტემამ ყველას დაუმტკიცა თავისი ფინანსური სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები

„დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით საბჭომ დამიჭირა მხარი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ამირჩია. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირეს მხარი თუ თავი შეიკავეს, 7 წევრიდან ხუთმა მხარი დამიჭირა და ორმა თავი შეიკავა. ჩვენ ყველას ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება გვაერთიანებს, გვაერთიანებს საერთო მიზანი ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით მუშაობს კვლავინდებურად ერთობლივად გააგრძელებს” – აღნიშნა თურნავამ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინსტიტუტს სერიოზული მიღწევები აქვს.

დიდი პატივია, რომ საბჭომ მხარი დამიჭირა და მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში კანონის თანახმად ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდი პირველი ვიცე-პრეზიდენტის საქართველოს ეროვნული ბანკის, ამ ტრადიციული და მდიდარი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, სადაც გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს სერიოზული მიღწევები აქვს. რადგან დიდი გამოწვევების მიუხედავად, რომლის წინაშეც იდგა ქვეყნის ეკონომიკა და საფინანსო სექტორი, იყო ეს პანდემია, გეოპოლიტიკური გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მძვინვარებს, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე, შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები და მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთან, ძალიან დიდი როლი შეასრულა სებ-ის სწორმა, ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ“, – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები