,,თმებზე ჩამაფრინდა, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო”- ჟურნალისტს თავს დაესხნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. მისი თქმით, თავდამსხმელი თმებში ჩააფრინდა და მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახდა.

,,დილის გადაცემა დასრულდა თუ არა შემატყობინა დაცვამ, რომ სტუმარი იყო მოსული, რომელიც მელოდებოდა. გავედი, დამხვდა ადამიანი, რომელიც ქალაქიდან ვიცი, ზოგადად ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრს ვიცნობ და მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდი მის მიმართ. მოგიტანე წიგნი საჩუქრადო, გავედი და შემდეგ მოხდა უკვე, თმებზე ჩამაფრინდა ასე რომ ვთქვათ, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო, ისროდა, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომ არ უნდა დავბადებულიყავი”, – განუცხადა ჟურნალისტმა ”მთავარ არხს”.

 

 

მსგავსი თემები