„ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ ერთხელ გაიაროს”- პრიგოჟინი

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერი“  რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებს. მისი თქმით, „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ ერთხელ გაიაროს.

„როდესაც პირველად ჩავერთეთ ამ ომში, არავის უთქვამს, რომ ჩვენ ვალდებულები ვიქნებოდით, შეთანხმებებისთვის ხელი მოგვეწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ ერთხელ გაიაროს. სწორედ ამიტომ, არცერთი მათგანი არ მოაწერს ხელს ამ კონტრაქტს“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

მსგავსი თემები