„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

შემთხვევა 2022 წლის 20 სექტემბერს მოხდა, მან მძევლად 12 ადამიანი აიყვანა. თავდამსხმელი 2 000 000 აშშ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშას და ანკესს ითხოვდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა.

მსგავსი თემები