„ნაციონალები“ პარლამენტის დარბაზში ისვრიან რუსულ რუბლს, ჩვენ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია”- კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამოიწვევს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას.

„როდესაც მოდიან „ნაციონალები“, ხელში უჭირავთ რუსული რუბლები, ისვრიან პარლამენტის დარბაზში, მერე, როდესაც ამას სხვა „ნაციონალი“ ტაშს უკრავს, ჩვენ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია. აქ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან სწორი მინიშნებაა პრემიერის მხრიდან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამოიწვევს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. გახსოვთ, ივნისში რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამან წაახალისა პოლარიზაცია. მთავარი ფაქტორი არის კანდიდატის სტატუსის თემა, რასაც ოპოზიცია იყენებს. რადიკალურ ოპოზიციას გამოეცლება საბაბი. სტატუსი რომ მოგვნიჭებოდა, შემცირდებოდა პოლარიზაციის ხარისხი და იგივე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული დეკემბერში, პოლარიზაციის ხარისხი დარჩება იგივე“, – განაცხადა კობახიძემ.

ხმაური პარლამენტში – დეპუტატებს რუსული რუბლი დააყარეს

მსგავსი თემები