„მწამს, რომ საქართველოს შეასრულებს პირობებს და ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“ – ოლივერ ვარჰეი

„ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა ვიხილოთ მდგრადი და წარმატებული პროცესი“ – აღნიშნა  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

მისი თქმით, ის ვალდებულებები, რომელიც საქართველომ აიღო, შედეგს მოიტანს.

„გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველდღე.

1, 2 მლრდ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ჩვენ ველით ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრულ კაბელს, რომელიც უახლოეს თვეებში განხორციელდება და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ჩვენ საღამოს ვნახავთ რა აკავშირებს ქართველებს ერთმანეთთან – ღრმა სიყვარული ქვეყნის მიმართ, საკუთარი თავის ნდობა, საქართველოს სილამაზე და ევროპის სიძლიერე. ასეთივე სულისკვეთებით ყველა პროფესიის ქართველს შეუძლია საკუთარი მისწრაფებები დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

მე გულახდილად მწამს, რომ საქართველოს შეასრულებს საჭირო პირობებს შემდეგ წელს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ბოლოს მინდა მოვუწოდო ყველას დაესწრონ ყველა ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილია იმიტომ, რომ საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ბევრი რამეც არ ვიცით საქართველოს შესახებ ევროპაში. ძალიან დიდი მადლობა და გილოცავთ ეროვნულ დღეს,“- განაცხადა ვარჰეიმ.

 

მსგავსი თემები