,,მეუბნება, რომ ჩემთვის ჩამოვიდა რუსეთიდან” – დეპუტატზე მოთვალთვალეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა რუსეთის მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოსთან ხვდება. დეპუტატი უკვე გამოკითხა პოლიციამ და რუსეთის მოქალაქის მიმართ შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

,,როდესაც სხდომიდან მაღაზიაში ჩავედი, გამომეკიდა და ცოტა შემაშფოთებელი იყო, რუსულად მოსაუბრე ადამიანი, მეუბნება, რომ რუსეთიდან ჩამოვიდა და მხვდება პარლამენტის წინ. დღეს უკვე პარლამენტის დაცვამ შეამჩნია და პატრული გამოიძახა. საზღვარი გადმოკვეთილი აქვს 12-ში, რუსეთის მოქალაქეა. ამბობს, რომ ჩემი გულისთვის ჩამოვიდა, მიზეზს ვერ გეტყვით. პოლიციამ გადაწყვიტა, გადასცეს შემაკავებელი ორდერი, რომ მე არ მომიახლოვდეს, რადგან რაღაც საშიშროება შეიძლება, იყოს. შემოწმდა, ჯანმრთელია და არავითარი პრობლემა არ აქვს,”- აცხადებს დეკანოიძე.

მსგავსი თემები