სტიქია გორში

გორის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს. ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა სოფელი ბოშური დააზარალა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მოჭარბებული ნალექის შედეგად, ადიდდა ხევი და მდინარე, რომელმაც სავალი გზა დააზიანა, დაზიანდა ელექტრო ბოძიც. დაიტბორა სასახლკარე ნაკვეთები,  ეზოები, ხეხილი. ადგილობრივები ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან.

მსგავსი თემები