,,სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. მიშელის თქმით, სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე.

,,კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში. ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბოთ ახალი ტრაექტორია საქართველოს თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე”, – წერს შარლ მიშელი.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

მსგავსი თემები