“ქვეყანას მართავს ვასალური რეჟიმი “რუსული ოცნების”, – ლევან ბეჟაშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე

„ნაციონლაური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველო-რუსეთს შორის შედგა. როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, ჩანაწერი ადასტურებს, რომ ქვეყანას „რუსული რეჟიმი“ მართავს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ესაურება, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა და რასაც პროტესტი მოჰყვა.

„გავრცელებული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი ვასალური დამოკიდებულება აქვს ქართულო ოცნების ხელისუფლებას პუტინის რეჟიმის მიმართ. ეს ადასტურებს ფაქტებს, რომელიც მანამდე არაერთხელ გაჟღერდა – გომელაურის, შსს- ის მაღალჩინოსნების კავშირებს „ეფესბეს” მაღალჩინოსნებთან, ლავროვის შვილის ვიზიტი და  ყველაფერი ეს ადასტურებს იმას, რომ დღეს ქვეყანას მართავს არა „ქართული ოცნება“, არამედ „რუსული ოცნება“.  დღეს ქვეყანას მართავს ვასალური რეჟიმი “რუსული ოცნების”, – განაცხადა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან.

გავრცელებული ჩანაწერის მისედვით, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს და პოზნერს ბოდიშს უხდის.

 

,,ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს – ნაცისტების ჯგუფია”- ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის  სატელეფონო საუბარი პოზნერის ვიზიტზე

 

მსგავსი თემები