,,არახამიას მოწოდება მიმართულია მეორე ფრონტისკენ”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, არახამიას მოწოდება მეორე ფრონტისკენაა მიმართული.

„ჩვენ არახამია რუსეთის მიმართ ესკალაციას არა მხოლოდ ირიბად გვთხოვს, არამედ გახსოვთ, რომ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პირდაპირ ითხოვდნენ. არახამიას მოწოდება მიმართულია მეორე ფრონტისკენ და ეს არ გვიკვირს. მათ საქართველოში მეორე ფრონტი სურთ და ამას ვერ ეღირსებიან. არახამია, დანილოვი, პოდილიაკი მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდებდნენ, ცდილობენ, რომ ჩვენ რაღაც პოლემიკაში გამოგვიწვიონ. არავითარი სურვილი არ გვაქვს, მათ პოლემიკაში შევყვეთ. მათ საკუთარი საქმე აქვთ, ჩვენ ჩვენი, რაც ეროვნული ინტერესების დაცვას გულისხმობს“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები