„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“ – ოლივერ ვარჰეი

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია,  გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ – აღნიშნა  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს.

„ამ წლის ევროპალია – ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი.   მე მქონდა პრივილეგია რამდენჯერმე ჩამოვსულიყავი თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. ჩემი მანდატის დასაწყისიდან ყველაზე მეტად მაკვირვებდა, როცა საქართველოში ჩამოვდიოდი ეს გახლავთ ტრადიცია და სტუმართ-მასპინძლობა. ისეთი რამ, რაც დღეს ჩანს და რაზეც შეგვიძლია ჩვენი საერთო მომავალი დავაშენოთ.

ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ საქართველოს წარსული აღვნიშნოთ, მაგრამ ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ. საქართველო ფუნდამენტალურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით. ჩვენი საერთო ფესვები და მემკვიდრეობა უბრუნდება ბერძენთა და რომაელთა დროს და ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“ – აღნიშნა  ოლივერ ვარჰეიმ.

 

მსგავსი თემები