,,ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს – ნაცისტების ჯგუფია”- ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის  სატელეფონო საუბარი პოზნერის ვიზიტზე

იუთუბზე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის  სატელეფონო ჩანაწერი ვრცელდება. აუდიოჩანაწერი  2021 წლის 1 აპრილით თარიღდება.

სატელეფონო საუბარში, აბაშიძე  მოქალაქეებს, რომლებმაც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტეს ”ზონდერებად” მოიხსენიებს.

,,ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს. ამის წინასწარ გამოცნობა, წინასწარგანჭვრეტა, შეუძლებელია”- აცხადებს აბაშიძე.

ამასთან, აბაშიძე მოქალაქეებს ”ნაცისტების ჯგუფს” უწოდებს.

,,ეს საშინელებაა, მე არ შემიძლია გადმოგცე არანაირად, რა გადავიტანე და ასევე ყველა ჩემმა ნაცნობმა და მეგობარმა რა გადაიტანა ამ საათების განმავლობაში.  დღეს, არ ვიცი, შენ ნახე თუ არა, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, სხვებიც, პარლამენტშიც  გამოსვლებია, მინისტრებიც განცხადებებს აკეთებენ .ეს ნაცისტების ჯგუფია, ნამდვილი ნაცისტები არიან” – აცხადებს ჩანაწერში აბაშიძე.

 

მსგავსი თემები