„ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ“ – ჰაჯა ლაჰიბი

„ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე. ვაკვირდებით საერთო მომავალს, ბელგია საქართველოს გვერდით დგას დღეს და ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს ხვალ და მომავალშიც“ – აღნიშნა ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, ჰაჯა ლაჰიბიმ ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირი 20 წლის განმავლობაში არსებობს და ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო.

„საქართველომ ევროპას მიმართა, რათა მიიღოს კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირში. საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი დემონსტრირება ასევე მოლდოვამ მოახდინა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირები არსებობს 20 წლის განმავლობაში, ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო. ბატონო პრემიერო, თქვენი მთავრობა ამჟამად ახორციელებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ გადასცა საქართველოს, რომელიც მისცეს საქართველოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

თქვენ მოგვახსენეთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულ შეფასებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველით ამ მიმართულებების გაუმჯობესებასა და ევროპული კომისიის მოხსენებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე. ვაკვირდებით საერთო მომავალს, ბელგია საქართველოს გვერდით დგას დღეს, ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს ხვალ და მომავალშიც“, – განაცხადა ჰაჯა ლაჰიბიმ.

მსგავსი თემები