სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულები – სამხრეთ საბერძნეთის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა

სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ საბერძნეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, რომელზეც ემიგრანტები იმყოფებოდნენ. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე.

მედიის ცნობით, ნავი ლიბიიდან იტალიისკენ მიემართებოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა, სავარაუდოდ, 20 წლის მამაკაცი იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა 104 პირის გადარჩენა მოახერხეს. სანაპირო დაცვის განცხადებით, არცერთ მგზავრს არ ეცვა სამაშველო ჟილეტი.

მსგავსი თემები