,,ჯობს, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით”- ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია მხარს უჭერს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სჯობს პარლამენტმა არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი.

,,ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: ჯობს, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები