ჯანდაცვის კომიტეტი კანონში ცვლილებებს და სანქციების გამკაცრებას არ იზიარებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა, სხდომა ხმაურით წარიმართა. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კომიტეტის წევრებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს აცნობდა, თუმცა, კომიტეტის წევრებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ცვლილებები რეგულირების სააგენტოსთის ფუნქციების გაზრდას ითვალისწინებს და მას სამედიცინო დაწესებულებაში შესვლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე შეეძლება. დეპუტატთა ნაწილი ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებს და არ გამორიცხავს, ის სწორედ მათ წინააღმდეგ იყოს მიმართული, ვინც ანტისახელისუფლოა. მათი თქმით, თუ რომელიმე კლინიკის ხელმძღვანელი ხელისუფლების პოლიტიკურის შეხედულებების გამზიარებელი არ იქნება, დაწესებულებაში რეგულირების სააგენტოს შეგზავნიან და კლინიკას გააჩერებენ.

დეპუტატები ფიქრობენ, რომ მსგავსი  ჩარევა მინისტრის დონეზე არ უნდა ხდებოდეს და კლინიკაში შესვლა სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა ხდებოდეს, როგორც დღემდე.

„ეს ისეთი ჩარევაა მინისტრის ბრძანებით და სასამართლოს გვერდის ავლით რომ მოახდენს პარალიზებას ამ დაწესებულების საქმიანობის. რა ლეგიტიმური მიზანია ისეთი, რომ ამ ხარისხის ჩარევაზე უნდა წავიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში“ – აღნიშნა დეპუტატმა  შალვა შავგულიძემ კომიტეტის სხდომაზე.

კრიტიკა გამოხატეს უმრავლესობის წევრებმა, თუმცა კომიტეტზე ერთ შეთანხმებამდე მივიდნენ – პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით არ განიხილავს.

 

მსგავსი თემები