რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა

25 მაისს, ღამით მოსკოვის ცენტრში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი  “”Осторожно, Москва” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივმა  განაცხადეს, რომ შენობის წინ კვამლი და „პლასტმასის მძაფრი სუნი“ იყო.

„ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ხანძრის გაჩენის ფაქტი არ დაადასტურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები