,,მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს,  რომ ნატო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან რეფორმების გატარების, პრაქტიკული, პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით.

მისი თქმით, ელიან, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ.

„რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ ქვეყნები, რომელთაც ხშირად „შუაში“ მყოფ ქვეყნებს ვუწოდებ, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესო გამოთქმა არ არის, უბრალოდ, ეს ქვეყნები არ არიან ნატოელი მოკავშირეები, თუმცა ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას. ასეთი ქვეყნები მოწყვლადები არიან. ასე რომ, მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ, გაგვეძლიერებინა ის, რასაც ამ ქვეყნებისთვის ვაკეთებთ, და საქართველო ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. ვფიქრობ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები