„ძალიან უცნაური კამპანია წამოიწყეს,  არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით”- მაკა ბოჭორიშვილი

,,არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ წელს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული.

„ძალიან უცნაური მორიგი კამპანია წამოიწყეს სოციალურ ქსელებში. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის. რაც შეეხება იმას, რომ დღეს თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს. რატომ სწყინთ, არ ვიცი. ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული. ასე მახსოვს მე, ასე ახსოვს ალბათ საზოგადოებას და ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ, თუკი საქართველოს დღეს საქართველოს ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა იმედის ეთერში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში მოქალაქეების კრიტიკა, 26 მაისის ღონისძიებისთვის გაფორმებულმა პარლამენტის შენობამ დაიმსახურა, სადაც ევროკავშირის დროშა, წინა წლისგან განსხვავებით არ იყო გადმოფენილი.

 

მსგავსი თემები