,,პუტინს ეშინია, რომ მოკლავენ, ჩვენ კი ვუახლოვდებით”- ვადიმ სკიბიცკი

ვლადიმირ პუტინი უკრაინული სპეცრაზმის მიერ განადგურების „კანდიდატთა“ სიას სათავეში დგას – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული დაზვერვა ცდილობს „ვაგნერელთა“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციას.

„ის (პუტინი) ამჩნევს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მას, მაგრამ, ალბათ, მასაც ეშინია საკუთარი თავის მოკვლის… ის ახლა იწყებს თავის გამოყვანას და თუ აკეთებს, მაშინ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, მართლა ის არის თუ არა,”- განაცხადა სკიბიცკიმ.

 

მსგავსი თემები