,,გვერდი რას უნდა ავუაროთ? პირდაპირ არიან მიერთებული რუსებზე”- მანჯგალაძე სანქციებზე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა მიეხმარონ ნატო-ს არაწევრი ქვეყნები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ საქართველოში ბევრად მძიმედაა საქმე,

„ქართული ოცნების“ მხრიდან არა თუ სანქციების გვერდის ავლაზეა საუბარი, არამედ ღიად საუბრობენ და ღარიბაშვილმა გუშინ დიდ ფორუმზეც განაცხადა, რომ არ მონაწილეობს სანქციებში, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებში. არ აღიარებენ პერსონალური მონაცემის ბაზებს იმ რუსების, რომლებიც ომის ხელშემწყობები არიან და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას უწყობენ ხელს. სანქციების გვერდის ავლაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა კონკრეტულ სანქციასაა მიერთებული. საქართველო ეკონომიკურ სანქციებზე მიერთებული არ არის და არც ომის წამქეზებელი პირების მიმართ დაწესებულ სანქციებზეა მიერთებული, გვერდი რას უნდა ავუაროთ? პირდაპირ არიან მიერთებული რუსებზე. სანქციების გვერდის ავლა კი არა, საქართველოში საქმე ბევრად მძიმედაა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

,,მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს”- იენს სტოლტენბერგი

მსგავსი თემები