,,ვხედავთ ომის დანაშაულებს, როგორც ჩანს ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს რუსეთისკენ სვლაში”- კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერის განცხადებით, რუსეთის დანაშაულები არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს რუსეთისკენ სვლაში. მისი თქმით, “ქართული ოცნება”, ახლო კავშირებს ამყარებსმოსკოვთან.

,,დემოკრატიულ სამყაროში, ყველა ქვეყანას არ შეუძლია, რომ სანქციებს შეუერთდეს. მოლდოვას მაგალითად, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ მოლდოვამ ასევე ძალიან ძლიერი კავშირი დაამყარა დასავლეთთან მაშინ, როდესაც ჰქონდათ იმის შიში, რომ რუსეთი გარკვეულ პროვოკაციებს მოაწყობდა მოლდოვაში.

“ქართული ოცნება”, ახლო კავშირებს ამყარებს [მოსკოვთან] იმ პერიოდში, როდესაც ვხედავთ რუსეთის ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდს. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ თავად ბატონი პუტინის დაკავების ორდერიც კი გასცა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს [რუსეთის] მიმართულებით სვლაში,”- განაცხადა კრამერმა ”ამერიკის ხმასთან”.

 

მსგავსი თემები