პლაჟებისკენ – ბათუმში, ევროპაში – ქუთაისის გავლით, საქართველოში პირველი ტურისტები მიდიან – რუსული მედია

პლაჟებამდე – ბათუმში, ევროპაში – ქუთაისის გავლით. საქართველოში პირველი ტურისტები მიდიან – ამ სათაურით რუსული სამთავრობო მედია РИА Новости სტატიას აქვეყნებს.

მედია წერს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს აეროპორტები გახდება მოსახერხებელი სატრანსფერო ცენტრი მესამე ქვეყნებში მოგზაურობისთვის.

,,ოთხი წლის განმავლობაში პირველი თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 19 მაისს გაფრინდა. ავიახაზების „აზიმუტის“ ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა. მნიშვნელოვანი მოვლენის პატივსაცემად მათ შამპანურით გაუმასპინძლდნენ, გადასცეს სუვენირები,”- წერს მედია.

რუსეთის ტურ-ინდუსტრიის (PCT) კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, დიმიტრი გორინი ამბობს, რომ საქართველოს აეროპორტები ასევე გახდება ჰაბი მათთვის, ვისაც მესამე ქვეყნებში მოგზაურობა სურს.

,,ქუთაისი უფრო ახლოსაა ვიდრე სტამბოლი ან სხვა ჰაბი, ასევე უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიმზიდველი საფასო პოლიტიკა. მინუსები – ფრენების დაბალი სიხშირე. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მოთხოვნამ მიწოდების სტიმულირება მოახდინოს,”- აცხადებს ექსპერტი.

გამოცემა წერს, რომ რუსული კომპანიები უკვე აყალიბებენ პაკეტურ ტურებს, სადაც შედის  სასტუმროები ბათუმსა და თბილისში, ასევე ექსკურსიები და ფრენები. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ფასები აუცილებლად დაიკლებს.

მსგავსი თემები