ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია – ”სირცხვილია”

ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა ”სირცხვილია” ავრცელებს.

მოძრაობა ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც  ჩანს, რომ სავარაუდოდ ანსამბლის კუთვნილ ავტობუსზე წარწერებია გაკეთებული და  საღებავების შესხმული.

,,ანსამბლი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი “რუს მეომარს” მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს,”- წერს ”სირცხვილია.

მსგავსი თემები