უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო.
,,კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, 1500 კილომეტრზე საზღვრის ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვეცით, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“,- აცხადებს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, უკრაინას აქვს შორი მანძილის Storm Shadow რაკეტები, ლეოპარდის ტანკები, საფრანგეთისა და იტალიის მიერ მოწოდებული ანტისარაკეტო სისტემები და F-16 მოიერიშე თვითმფრინავები საშუალებას მისცემს დახუროს საჰაერო სივრცე.