ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა

ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მათივე ცნობითბავშვს სიმპტომები ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველის ჭამის შემდეგ გამოუვლინდა. ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ბრუცელოზი ადამიანზე დაავადებული პირუტყვის ხორციდან და რძის ნაწარმიდან გადადის.

მსგავსი თემები