ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ნატო-ში თუ არ გაწევრიანდება, ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება – ლატვიის პრემიერი

ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრისიანის კარინსის განცხადებით, უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში თუ არ გაწევრიანდება, ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება. მან  ხაზი გაუსვა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების აუცილებლობას.

„ბოლოს და ბოლოს, აშკარად ჩანს, რომ ომის დასრულების შემდეგ, იმისთვის, რომ ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება რეალობად იქცეს, უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა უნდა იყოს“,- განაცხადა კარინსმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები