„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში, ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“- კოლომინა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.

მისი თქმით, ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია.

„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, ძალისხმევის გაორმაგების საჭიროებაზე რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტებისა და  უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს კოლომინა „ტვიტერში“.

მსგავსი თემები