პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო

კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო.

„ბახმუტიდან ვიყვანთ საბრძოლო ნაწილებს. […] 1 ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ. მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ამათ დავტოვებთ. რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ბახმუტის აღებაში“, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც გამოქვეყნდა მისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე.

პრიგოჟინმა ბახმუტის აღება 20 მაისს გამოაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა ქალაქის ჩაბარება.

მსგავსი თემები