,,შევიკრიბოთ 26 მაისს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოვაწყოთ მსვლელობა”- მამუკა ხაზარაძე

”ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს 26 მაისს შეკრებისა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

,,მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მოვაწყოთ მსვლელობა, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი. ვაჩვენოთ, სადაა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია. ესაა ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი არჩევანი, ესაა ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტის არჩევანი”, – წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, წინა წლისგან განსხვავებით,  26 მაისის ღონისძიებისთვის გაფორმებული პარლამენტის შენობაზე  ევროკავშირის დროშა არ არის გადმოფენილი.  მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა “თავისუფლების სიყვარულით”.

მსგავსი თემები